Accentnews.ge
იტალიამ შობა–ახალი წლის პერიოდში ქვეყნაში ქალაქებს შორის გადაადგილება აკრძალა

იტალიამ შობა–ახალი წლის პერიოდში ქვეყნაში ქალაქებს შორის გადაადგილება აკრძალა

04/12/2020 07:42:39 მსოფლიო

იტალიამ შობა–ახალი წლის პერიოდში შეზღუდვები გაამკაცრა.

პრემიერ–მინიტრ ჯუზეპე კონტეს ბრძანებულების თანახმად,

  • იკრძალება გადაადგილება ქვეყნის რეგიონებს შორის (გამონაკლისია სამსახურეობრივი, ჯანდაცვასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული შემთხვევა);
  • იკრძალება ერთი რეგიონის ქალაქებს შორის გადაადგილებაც (გამონაკლისია სამსახურეობრივი, ჯანდაცვასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული შემთხვევა);

აღნიშნული ღონისძიება ძალაში 20 დეკემბრიდან 6 იანვრამდე იქნება.

ეკლესიებში საშობაო მსახურება ნებადართულია, თუმცა მრევლს სახლებში წასვლა "კომენდანტის საათის" ამოქმედებამდე მოუწევს.

გარდა ამისა, ქვეყანაში ზამთრის კურორტები 7 იანვრამდე დაკეტილი რჩება.

10 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იტალიაში შობა–ახალი წლისთვის დაბრუნებული თანამოქალაქეები, ვალდებულები იქნებიან აეროპორტში წარადგინონ დოკუმენტი, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ. ხოლო იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც 10 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე პერიოდში იტალიაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩავლენ, 14–დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. 21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში იტალიაში ჩასული ნებისმიერი თანამოქალაქე ვალდებულია 14–დღიანი კარანტინი გაიაროს.

ცნობისთვის: იტალიას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, პანდემიის მეორე ტალღის დროს ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც პრემიერ–მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, იტალიის ეკონომიკა კიდევ ერთ საყოველთაო "ლოქდაუნს" ვეღარ გაუძლებს.

ქვეყანაში ამჟამად მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის დაწესებულია "კომენდანტის საათიც". ისევ დახურულია რესტორნები, ბარები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყნის 20 რეგიონიდან 7 ჩაკეტილია. რეგიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მისი მმართველი იტალიის ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლად, ადგილზე არსებული ეპიდვითარების შეფასების შემდეგ იღებს.

იტალია კორონავირუსზე მოსახლეობის უფასო ვაქცინაციას 2021 წლიდან იწყებს. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ განაცხადა, პირველ რიგში მედიცინის მუშაკები და მოხუცებულები აიცრებიან. მისივე თქმით, მთავრობა სხვადასხვა კომპანიისგან ვაქცინების 202 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ–ინფიცირების 1 600 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 58 038 ადამიანი იმსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S