Accentnews.ge
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

04/12/2020 06:59:19 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 959 - თბილისში. გარდაიცვალა 38 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 336 .

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი – 1 959 ;

აჭარა – 483;

იმერეთი – 980;

ქვემო ქართლი – 296;

შიდა ქართლი – 222;

გურია– 122;

სამეგრელო– ზემო სვანეთი – 408;

კახეთი –335;

მცხეთა-მთიანეთი –130;

სამცხე-ჯავახეთი –114';

რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 19;

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 24 349 აქტიური შემთხვევაა.6 671 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 867 - კოვიდ-სასტუმროში, 13 779 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 1 241 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 070–ს შეადგენს. მათგან 476 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის126 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 425 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S