Accentnews.ge
კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

04/12/2020 04:53:03 საზოგადოება

თბილისის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს:

"2020 წლის 2 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (ელიავაზე მდებარე) მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე.

მწუხარებას გამოვთქვამთ მამა დავითის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: 3 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 947 პაციენტი, ხოლო 45 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S