Accentnews.ge
აშშ-ში კოვიდ–ინფიცირებულთა გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-ში კოვიდ–ინფიცირებულთა გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

03/12/2020 19:33:35 მსოფლიო

აშშ-ში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთ დღეში გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა – 3 157 შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

ერთი დღით ადრე ქვეყნის მასშტაბით ლეტალურმა შემთხვევათა რაოდენობამ 2 760 შეადგინა. რეკორდულია ასევე ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა – 100 ათასსზე მეტი.

ქვეყანაში კორონავირუსის 14 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 275 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პროგნოზირებენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა თებერვლისთვის 450 ათასს გადააჭარბებს. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა აღრიცხეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S