Accentnews.ge
შელია:  „უგუნური გადაწყვეტილების გამო, COVID-19–მა სენაკის სამხედრო ბაზაზეც იფეთქა“

შელია:  „უგუნური გადაწყვეტილების გამო, COVID-19–მა სენაკის სამხედრო ბაზაზეც იფეთქა“

03/12/2020 13:13:38 საზოგადოება

შეიარაღებული ძალების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკის ბადრი შელიას ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექციამ სენაკის სამხედრო ბაზაზეც იფეთქა.

მისი ცნობით, არასწორი მართვის შედეგად ინფიცირებულია 40 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ავღანეთში ნატო–ს მისიით 6 დეკემბერს უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა ინფიცირების გამო როტაცია გადაიდო.

„ეს სამხედროები ერთად დაიბარეს 15 ნოემბერს, შეყარეს სატვირთო მანქანებზე და ასე გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპილაზე, სადაც ჩაუტარდათ ტესტირება. შემდეგ ისევ ერთად – სატვირთო მანქანებით დააბრუნეს ნაწილში და აღმოჩნდა, რომ სამხედრო მოსამსახურეები ინფიცირებულები არიან. ამის შემდეგ ისინი ქვეყნის მასშტაბით სასტუმროებში გადაანაწილეს, თუმცა ორ დღეში, როდესაც ვირუსი მათი უგუნური გადაწყვეტილების გამო გავრცელდა, ბაზაზე დააბრუნეს. ჩემთვის ცნობილია, რომ მათ შესაბამისი სამედიცინო პირობები არ აქვთ“,– აცხადებს შელია „ტვ პირველთან“.

თავად ბაზაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S