მოქალაქეთა ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროსთან კარვების გაშლით იმუქრება
03/12/2020 12:14:32 საზოგადოება
დაძაბული ვითარება იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტების ერთ ჯგუფი მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მოითხოვდა.
ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რისი საშუალებაც დაცვის სამსახურმა არ მისცა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, უნდა გადადგეს მინისტრი, რომელიც ვერ მართავს ჯანდაცვის სექტორს; კორონავირუსის გამო ყოველდღურად იღუპებიან ადამიანები – 19 წლის თეკლა თორდია და 24 წლის ნინო გულიკაშვილი „ცუდი ჯადაცვის სისტემის მსხვერპლი“ გახდნენ; საავადმყოფოში პაციენტები მხოლოდ ნაცნობობით ხვდებიან, „ჯანდაცვის მინისტრი კი ბიძინა ივანიშვილის მონაა“.
მათი თქმით, თუ მინისტრი შეხვედრაზე უარს იტყვის, სამინისტრისთან კარვებს გაშლიან.
ჯანდაცვის სამინისტროსთან მობილიზებულია პოლიცია.


