Accentnews.ge
აშშ-მა ჩინეთზე ეკონომიკური ზეწოლა გააძლიერა

აშშ-მა ჩინეთზე ეკონომიკური ზეწოლა გააძლიერა

03/12/2020 11:04:34 მსოფლიო

აშშ-მა გააძლიერა ეკონომიკური ზეწოლა ჩინეთზე უიღურებისადმი და სხვა მუსლიმი უმცირესობებისადმი მოპყრობის გამო და შეაჩერა ბამბის ნაწარმის იმპორტი ჩინეთიდან. აკრძალვა ეხება ჩინეთის გასამხედროებულ ორგანიზაციას, რომელიც აწარმოებს ბამბის პროდუქტს იძულებითი შრომის გამოყენებით.

აშშ-ის სასაზღვრო დაცვის და საბაჟო კონტროლის სამსახურმა გამოაცხადა, რომ დააკავებს ტვირთვს - ბამბის პრპოდუქტს და ბამბას, რომელიც წარმოებულია სინიანის სამრეწველო-სამშენებლო კორპუსის მიერ. კორპუსი სამხედრო უწყებასთან არის დაკავშირებულ და აწარმოებს ჩინეთის ბამბის 30 პროცენტს, ხოლო მსოფლიოში წარმოებული ამ პროდუქტის - 6%–ს.

ივლისში აშშ-ის ფინანსთა უწყებამ შეწყვიტა საფინანსო ოპერაციები საწარმოსთან. ეს უკვე მეექვსე საწარმოა, რომელის მიმართ აშშ ზომებს მიმართავს ჩინეთის ხელისუფლების მოპყრობის გამო უიღურებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ.

„იძულებითი შრომის ბოროტად გამოყენება ჩინეთის სინიანის რეგიონში უნდა აშფოთებდეს აშშ-ის ყველა მეწარმესა და მომხმარებელს“, განაცხადა აშშ-ის სასაზღვრო დაცვის და საბაჟო სამსახურის კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკ მორგანმა. მისი თქმით, "იძულებითი შრომა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც ზიანს აყენებს დაუცველ მუშახელს და არასამართლიანი კონკურენცია შემოაქვს მოწოდების მსოფლიო ქსელში“.

ეს ბოლო ზომები უკავშირდება აშშ-ის მთავრობის განზრახვას, გააძლიეროს ზეწოლა ჩინეთზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო კვირებში. კონგრესი განიხილავს კანონს, რომელიც მიიჩნევს სინიანში წარმოებულ ყოველგვარ პროდუქტს, სავარაუდოდ, იძულებითი შრომის შედეგად და შესაბამისად, აკრძალავს მის შეტანას აშშ-ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S