Accentnews.ge
კორონავირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

კორონავირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

03/12/2020 10:06:42 საზოგადოება

კორონავირუსის შედეგად 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. ის მცხეთის ცხელების ცენტრში 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობაში და არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, როგორც ოჯახი ყვება, რომ ახალგაზრდა ქალს საეჭვო სიმპტომები 3 დღის განმავლობაში ჰქონდა, ოჯახი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ოჯახმა პაციენტის კლინიკა "ლანცეტში" გადაყვანა თავად გადაწყვიტა, თუმცა ადგილზე მისულებს კლინიკაში განუცხადეს, რომ თავისუფალი ადგილები არ ჰქონდათ და პაციენტს ვერ მიიღებდნენ. საბოლოოდ, პაციენტი სამკურნალოდ მცხეთის ცხელების ცენტრში მიიყვანეს, რადგან შეიტყვეს, რომ კლინიკაში თავისუფალი ადგილი იყო. ცხელების ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ქალი 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკიდან გაწერის დღეს დამძიმდა. ის 1 დეკემბერს გარდაიცვალა.

"აპარატზე ჩართვის ნაცვლად საძილე დაალევინეს“,– განაცხადა გოგონას დედამ.

მისი თქმით, პაციენტი მხოლოდ მეორე მიაერთხე ხელოვნური სუნთქვის აპარატს, ვინაიდან ფილტვი გაეთიშა, გარდაცვალების შემდეგ კი ოჯახს უთხრეს, რომ ქალს დიაბეტი ჰქონდა.

დედა ამბობს, რომ კლინიკაში გადაყვანის დღეს გულიკაშვილს მხოლოდ სუნთქვის უკმარისობა აწუხებდა და არ ჰქონდა არც ერთი თანმდევი დაავადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S