თბილისში, პარლამენტთან და შსს-სთან აქციები მიმდინარეობს
03/12/2020 08:35:58 საზოგადოება
პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად, კონკრეტული სოციალური მოთხოვნებიც აქვთ - შევიდეს ცვლილებები შრომის კოდექსში და პანდემიის პირობებში თითოეულ ოჯახს გადაეცეს 5 000 ლარი.
აქციის მონაწილეებმა ბათუმში დაკავებული დემონსტრანტების მხარდასაჭერად საკანონმდებლო ორგანოსთან ბუშტები მიიტანეს და ისინი პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართულ ჯებირზე დაამაგრეს.
საკანონმდებლო ორგანოს გარდა, "ბუშტების აქცია" შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაცაა. აქციას ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრები მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნების ჩატარება და ცსკ-ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომაა.
შეგახსნებთ, რომ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჰელიუმის ბუშტების გაშვებისას დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. 2 დეკემბერს ორგანიზაცია იმოქმედემ აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი - "ნუ გეშინია ბუშტების" გამართა, სადაც პოლიციამ 2 პირი დააკავა.


