Accentnews.ge
აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმი ცერცვაძეს პასუხობს

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმი ცერცვაძეს პასუხობს

03/12/2020 07:32:38 საზოგადოება

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი თბილისის ინფექციურის დირექტორის განცხადებას პასუხობს, რომ მათ უნდა "მიხედონ იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობენ". ნანა გეგეჭკორი Facebook-ში, პირად გვერდზე წერს, რომ საქართველო მისი სამშობლოცაა და მის ყოველდღიურობად იქცა საქართველოში სამედიცინო დახმარების ვერმიღება.

"ამ ძნელბედობის ჟამს, ვცდილობ ცოდნითა და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში... მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდიურობა გახდა", - წერს ნანა გეგეჭკორი.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მედიკოსები მრავალჯერ გამართული პოლემიკის მიუხედავად, მასთან საუბარში ვერ ასაბუთებენ თავიანთ კრიტიკას. მისივე თქმით, ამ ექიმების ნაწილს ოპონენტებად განიხილავს.

"ის, რომ ქართველი ექიმები უცხოეთში მოღვაწეობენ, არ ნიშნავს, რომ არ არიან ოპონენტები. ისინი სწორედ, უმრავლეს შემთხვევაში, ოპონენტები არიან. და მეორე, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. მე ძალიან ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მოღვაწე ექიმებთან და ჯერ პირად პოლემიკაში ვერავინ დამისაბუთა, რომ ჩვენ დავუშვით რაიმე შეცდომა, ან არასწორად ვმართავთ კოვიდს", - ამბობს ცერცვაძე პალიტრანიუსის გადაცემა "დღის ნიუსრუმში" საუბრისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S