Accentnews.ge
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

03/12/2020 07:02:03 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი,1 676 - თბილისში. გარდაიცვალა 45 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 947 .

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი – 1 676 ;

აჭარა – 525;

იმერეთი – 591;

ქვემო ქართლი – 351;

შიდა ქართლი – 294;

გურია– 131;

სამეგრელო– ზემო სვანეთი – 274;

კახეთი –166;

მცხეთა-მთიანეთი –134;

სამცხე-ჯავახეთი –88;

რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 30;

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 21 655 აქტიური შემთხვევაა. 6 561 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 867 - კოვიდ-სასტუმროში, 11 227 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში1 974 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 027–ს შეადგენს. მათგან 390 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 147 636 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის124 568 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 387 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S