Accentnews.ge
გერმანიამ შეზღუდვები 10 იანვრამდე გაახანგრძლივა

გერმანიამ შეზღუდვები 10 იანვრამდე გაახანგრძლივა

03/12/2020 06:14:34 მსოფლიო

გერმანიამ შეზღუდვები 10 იანვრამდე გაახანგრძლივა.

კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი კოვიდ–ინფექციის გავრცელების შეჩერებაა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გერმანიას ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. დახურულია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყანაში საახალწლო ბაზრობების უმეტესობა გაუქმებულია. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს.

რომ შობა–ახალი წლის დღეებში გერმანიამ შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან ერთმანეთთან შეხვედრას არაუმეტეს ორი ოჯახის წევრები შეძლებენ. მათი საერთო რაოდენობა 10–ს არ უნდა აჭარბებდეს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 1 100 000 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 17 812 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S