ცერცვაძე კლინიკებში პაციენტების ნაცნობობით მოხვედრას არ გამორიცხავს
03/12/2020 05:41:36 საზოგადოება
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე კლინიკებში Covid-ინფიცირებული პაციენტების ნაცნობობით მოხვედრას არ გამორიცხავს.
„[არის შესაძლებლობაა] რომ მოხვდნენ ობიექტური კრიტერიუმებით და რიგითობით, ანუ ვისაც მოიყვანს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ან სასწრაფო დახმარების მანქანა, ან მოვა თვითდინებით, მძიმედ. ვცდილობთ, მაგრამ ადამიანები ვართ და საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ვერ გამორიცხავთ ამ ფენომენს მთლიანად, რომ ვიღაცა ვიღაცას იცნობს, ვიღაცა ვიღაცას მეტ ანგარიშს უწევს, ან ახლობლობით, ან იმიტომ, რომ ის დამსახურებული, ცნობადი პიროვნებაა“, - განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
საქართველოში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა კვლავ თბილისზე მოდის. სულ გამოჯანმრთელებულია 121 621, გარდაიცვალა 1 342 პაციენტი.


