თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა
02/12/2020 14:20:25 საზოგადოება
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013" ავრცელებს.
სატრანსპორტო კომპანიაში მემანქანის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მემანქანეთა ცვლის უფროსს კორონავირუსი 20 ნოემბერს დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებამ იმსხვერპლა 36 პაციენტი, ვირუსისგან 4 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 121 621 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1342 გარდაიცვალა.


