ქუთაისში კორონავირუსით ექთანი გარდაიცვალა
02/12/2020 13:05:29 საზოგადოება
ქუთაისში კორონავირუსით ექთანი გარდაიცვალა. 54 წლის მარინე გოდუაძე ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა, იგი ორი კვირის წინ დაინფიცირდა.
როგორც კლინიკის დირექტორი გოგიტა ბაბუნაშვილი აცხადებს, ინფიცირების წყარო უცნობია. მარინე გოდუაძეს დიაბეტი ქონდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებამ იმსხვერპლა 36 პაციენტი, ვირუსისგან 4 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 121 621 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1342 გარდაიცვალა.


