Accentnews.ge
POLITICO: "ნატო–ს მინისტერიალზე პომპეო და ჩავუშოღლუ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ"

POLITICO: "ნატო–ს მინისტერიალზე პომპეო და ჩავუშოღლუ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ"

02/12/2020 11:43:22 მსოფლიო

ნატო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამართულ ონლაინ–შეხვედრაზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, – იუწყება POLITICO.

"შეხვედრის მიმდინარეობისას პომპეომ ჩავიშოღლუს მისამართით განაცხადა, რომ თურქეთმა ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს მოკავშირეებთან ურთიერთობები დაძაბა და საჩუქარი გაუკეთა პუტინს, როდესაც რუსული ანტისარაკეტო სისტემები შეიძინა. თავის მხრივ, ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ევროპელი მოკავშირეების თურქეთის წინააღმდეგ განწყობაში დაადანაშაულა. რაც შეეხება რუსულ ანტისარაკეტო სისტემებს, თურქეთის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აღნიშნული აშშ–ის უარის შემდეგ განხორციელდა. გარდა ამისა ჩავიშოღლუმ აშშ ქურთების მხარდაჭერაში დაადანაშაულა", – წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, სიტყვიერი დაპირისპირების დროს პომპეოს მხარი დაუჭირა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ „ნატო-ში ერთსულოვნების მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ თურქეთი რუსეთის აგრესიულ ინტერვენციონიზს მიბაძავს“.

გამოცემის ინფორმაციით, "შეხვედრისას ჩავუშოღლუმ ნატო-ს ლიბიის ომში ჩართულობისკენ მოუწოდა, თუმცა ეს წინადადება მოკავშირეებმა უარყვეს".

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის მოპოვებისთვის ბურღვითი სამუშაოების შეწყვეტისკენ დასავლეთმა თურქეთს არაერთხელ მოუწოდა. თუმცა ეს უკანასკნელი კვიპროსის სანაპიროსთან ბურღვით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ამ დრომდე აგრძელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S