Accentnews.ge
იტალია კორონავირუსზე მოსახლეობის უფასო ვაქცინაციას 2021 წლიდან იწყებს

იტალია კორონავირუსზე მოსახლეობის უფასო ვაქცინაციას 2021 წლიდან იწყებს

02/12/2020 11:00:25 მსოფლიო

იტალია კორონავირუსზე მოსახლეობის უფასო ვაქცინაციას 2021 წლიდან იწყებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში მედიცინის მუშაკები და მოხუცებულები აიცრებიან.

ამასთან, სპერანზამ აღნიშნა, რომ მთავრობა სხვადასხვა კომპანიისგან ვაქცინების 202 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ–ინფიცირების 1 600 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 56 361 ადამიანი იმსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S