"ჩემს ოჯახზე წნეხი და ძალადობა ხორციელდება"
02/12/2020 09:23:12 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატრინე ტიკარაძის განცხადებით, ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან მისი ოჯახის მიმართ გარკვეული წნეხი და ძალადობა ხორციელდება.
"ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან, რაც ვფიქრობ, ნამდვილად არასწორია. ვიაზრებ იმას, რომ საჯარო პირი ვარ და შესაბამისად, ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა რა თქმა უნდა, პასუხგაცემული უნდა იყოს, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემი ოჯახის წევრებს და ჩემს შვილებს, მიმაჩნია, რომ ეს არის დასაგმობი და დაუშვებელი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღესაც მიმდინარეობს ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე. დღეს ჩემს ოჯახს საკმაოდ რთული დღე აქვს, ვინაიდან გარდაცვლილია ოჯახის ერთ-ერთი წევრი. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ოჯახის ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას ჩემს ოჯახზე. არ ვეხმაურები არც ერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა, ვინაიდან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას და საჭიროების შემთხვევაში, ყველა კითხვას შესაფერისი პასუხი გაეცემა, მაგრამ ის, რაც დღეს მიმდინარეობს, ნამდვილად დასაგმობია. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას შესაბამის პასუხს გასცემს“, -განაცხადა ტიკარაძემ.


