Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის პასუხის გადამოწმება

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის პასუხის გადამოწმება

02/12/2020 09:12:27 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე აღებული ტესტის პასუხის გადამოწმება.

„ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა აღარ ექვემდებარება „პისიარით“ გადამოწმებას, როგორც ეს გვქონდა გაზაფხულზე და ზაფხულში. მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადამოწმება ექიმის გადაწყვეტილებით: პირველი - თუ არის უსიმპტომო ადამიანი და ანტიგენი არის დადებითი და ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება, ამ შემთხვევაში უნდა გადამოწმდეს და მეორე - თუ არის კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოხატული და ანტიგენი არის უარყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით შეიძლება გადამოწმდეს. მაგრამ თუ არის სიმპტომებიანი ადამიანი, მცირე ან საშუალო სიმპტომებით და ანტიგენი დადებითია, მას არავითარი გადამოწმება აღარ სჭირდება, ის ადამიანი და ოჯახის ექიმი უკვე მოქმედებენ როგორც „პისიარით“ დადასტურებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S