ტიკარაძეს 19 წლის გოგოს გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აჰყავს
02/12/2020 09:06:35 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ოჯახს და აცხადებს, რომ საკითხი პირად კონტროლზე აჰყავს.
"პირველ რიგში, მე დავიწყებ სამძიმრით. მივუსამძიმრებ თეკლას ოჯახს, მთელ საქართველოს. ნამდვილად ტრაგიკული ფაქტი მოხდა. გუშინ მყისიერად, ჩემი დავალებით, რეგულირების სააგენტომ მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა... ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვილად გაეცემა ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელსაც საზოგადოება ელის და პასუხები პირველ რიგში, მესაჭიროება მე იმისთვის, რომ არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები".
მისი თქმით, რატომ დააყოვნეს დიაბეტის მქონე 19 წლის გოგო და არ დატოვეს კლინიკაში ამ კითხვებზე პასუხსაც მიიღებს საზოგადოება :
"პირველი წერტილიდან ბოლო წერტილამდე პასუხებს მივაწვდით საზოგადოებას... პირველი ზარიდან ბოლო წერტილამდე ყველა ინფორმაციის კვლევა დაწყებულია".


