Accentnews.ge
"ბავშვთა "ცხელი ხაზის" 111 მეშვეობით მშობლებს საშუალება ექნებათ, მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ონლაინ–კლინიკას დაუკავშირდნენ"

"ბავშვთა "ცხელი ხაზის" 111 მეშვეობით მშობლებს საშუალება ექნებათ, მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ონლაინ–კლინიკას დაუკავშირდნენ"

02/12/2020 08:48:36 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვთა "ცხელი ხაზის" 111 მეშვეობით მშობლებს საშუალება ექნებათ, მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ონლაინ კლინიკას დაუკავშირდნენ.

“ბავშვთა "ცხელი ხაზი" 111 ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა. ეს "ცხელი ხაზი" მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით და არა მხოლოდ. მასზე დაკავშირების შედეგად მშობლებს საშუალება მიეცემათ, მათი საჭიროებები გადაეცეს ონლაინ–კლინიკას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაარსებულია. ყველაფერი აყვანილი იქნება ქალბატონი თამარ ბარკალაიას პირადი კონტროლის ქვეშ, რომ ყველა საჭიროება, რომელიც ბავშვებს და მშობლებს აქვთ პანდემიის პირობებში, იყოს გათვალისწინებული და მყისიერი რეგირება განხორციელდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S