მედია: პუტინის დაცვის თანამშრომელმა თავი მოიკლა
02/12/2020 08:41:42 მსოფლიო
რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომელმა კრემლის ტერიტორიაზე თავი მოიკლა, - იუწყება რუსული მედია.
გარდაცვლილი – მიხეილ ზახაროვი დაცვის ფედერალური სამსახურის პირადი დაცვის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც პრეზიდენტის პირად დაცვას ახორციელებს.
გამოცემა Baza-სთან საუბრისას ზახაროვის კოლეგებმა განაცხადეს, რომ თვითმკვლელობის მიზეზად შესაძლოა, ქცეულიყო "ხელმძღვანელობის გულგრილი დამოკიდებულება სამუშაო პირობებისადმი და სისტემატიური გადატვირთულობა დამატებითი სამუშაო საათებით".


