დღეიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოში ინტენსიური ტესტირება ჩატარდება
02/12/2020 08:32:23 საზოგადოება
დღეიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოში ინტენსიური ტესტირება ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო დღეში დაახლოებით, 20 000–ს ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ გაკეთებული ტესტების რაოდენობა.
"განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში“, - განაცხადა სიჭინავამ.


