Accentnews.ge
ბრიტანეთმა Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა

ბრიტანეთმა Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა

02/12/2020 08:21:31 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც Pfizer-ისა და BioNtech-ის ვაქცინის საყოველთაო გამოყენებას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელად არის საჭირო.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 64 208 879 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 487 013ადამიანი იმსხვერპლა. 44 457 096 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 121 621 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1342 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S