Accentnews.ge
ევროპარლამენტარი სავარაუდოდ, "გეი ორგიაში" მონაწილეობის შემდეგ გადადგა

ევროპარლამენტარი სავარაუდოდ, "გეი ორგიაში" მონაწილეობის შემდეგ გადადგა

02/12/2020 08:00:02 მსოფლიო

ევროპარლამენტარი, უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანის კონსერვატიული პარტია "ფიდესის" წევრი იოზეფ საიერი სავარაუდოდ, "გეი ორგიაში" მონაწილეობის შემდეგ გადადგა, – იუწყება BBC.

მისივე ცნობით, შემთხვევა გასულ კვირაში მოხდა. წვეულება კერძო სახლში ღამით იმართებოდა. ხმაურისგან შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით 20 კაცი, მათ შორის იოზეფ საიერიც დააკავეს.

როგორც BBC წერს, ევროპარლამენტარს ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებებიც აღმოუჩინეს.

მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დეპუტატმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მოიბოდიშა:

“ეს იყო უპასუხისმგებლობა ჩემი მხრიდან და მივიღებ იმ სანქციებს, რომლებიც ამას მოჰყვება”.

თუმცა იგი ირწმუნება, რომ ნარკოტიკები მისი კუთვნილება არაა.

ამჟამად საიერი გამოძიების ობიექტია როგორც პანდემიის წესების, ისე ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის კუთხით.

იოზეფ საიერი 16 წელია, ევროპარლამენტარია. იგი კონსერვატიული პარტია "ფიდესის" წევრია, რომელიც პოზიციონირებს, როგორც “ტრადიციული ოჯახის ღირებულებების დამცველი”. ცოტა ხნის წინ პარტია გამოვიდა ინიციატივით, გეი წყვილისთვის ბავშვის აყვანის უფლების არმიცემის თაობაზე.

იოზეფ საიერის მეუღლე უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ტუნდე ჰანდოა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S