Accentnews.ge
როდიდან არის მოსალოდნელი პურის გაძვირება

როდიდან არის მოსალოდნელი პურის გაძვირება

02/12/2020 07:40:59 საზოგადოება

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, პური სახელმწიფოს სუბსიდირების ხარჯზე არ გაძვირდა. თუმცა მისი თქმით, სუბსიდია აპრილის თვემდე არის გათვალისწინებული.

"რეალობა ასეთია - არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ფაქტობრივად გაორმაგებულია ხორბლის ფასები. რეალურად საქართველოში პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა სუბსიდირების ხარჯზე მოსახლეობისთვის გაძვირება არ მოხდება. ეს მდგომარეობა გათვალისწინებულია აპრილამდე", – განაცხადა დოლიძემ მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ცნობისთვის: 27 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს".

მინისტრის თქმით, პროგრამა 31 მარტამდე იმოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S