Accentnews.ge
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

02/12/2020 07:00:45 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 4033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი,1 705 - თბილისში. გარდაიცვალა 39 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 061 .

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი – 1 705 ;

აჭარა – 402;

იმერეთი – 624;

ქვემო ქართლი – 286;

შიდა ქართლი – 281;

გურია– 84;

სამეგრელო– ზემო სვანეთი – 273;

კახეთი –239;

მცხეთა-მთიანეთი –62;

სამცხე-ჯავახეთი –68;

რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 9;

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 20 387 აქტიური შემთხვევაა. 6 397 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 798 - კოვიდ-სასტუმროში, 10 192 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 1 980 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 058–ს შეადგენს. მათგან 466 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 121 621 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1342 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S