"ავღანეთში დღემდე მიღწეული პროგრესი რომ დავიცვათ, ქვეყნიდან გამოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება ნაადრევად არ უნდა მივიღოთ"
01/12/2020 12:35:23 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მააასი მიიჩნევს, რომ ნატო–მ ავღანეთიდან ნაადრევად გამოსვლის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.
"ავღანეთში დღემდე მიღწეული პროგრესი რომ დავიცვათ, ქვეყნიდან გამოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება ნაადრევად არ უნდა მივიღოთ", – განაცხადა მაასმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ ავღანეთში განლაგებულ კონტინგენტს მნიშვნელოვნად ამცირებს.
იხილეთ ასევე: ნატო–ს გენმდივანი: "არავის სურს ავღანეთში დარჩენა იმაზე დიდი ხნით, ვიდრე საჭიროა. თუმცა ქვეყნის ახლავე დატოვება ნატო–ს 20–წლიან ძალისხმევას რისკის ქვეშ აყენებს"
ცნობისთვის: ავღანეთში სხვა ქვეყნის ძალებთან ერთად ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც არიან წარმოდგენილნი. ქართველი სამხედროები ავღანეთში პირველად, 2004 წლის ოქტომბერში გამოჩდნენ. მაშინ 50 სამხედრო მოსამსახურე ერთჯერადი მისიით ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნებს იცავდა. 2009 წლის ნოემბრამდე საქართველოს ავღანეთში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი ჰყავდა, ისიც - ლიეტუვას კონტინგენტის შემადგენლობაში. 2009 წლის 17 ნოემბერს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული - 173 ქართველი მეომარი ქაბულში განათავსეს. 2010 წლის აპრილიდან ჰელმადის პროვინციაში ქართული მისია დამატებით 750 სამხედროთი გაიზარდა. 2013 წელს საქართველო ISAF-ის მისიაში 1600-მდე ჯარისკაცით იყო ჩართული. 2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში ნატო–ს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) არასაბრძოლო მისია მოქმედებს. საქართველოდან მასში 872 სამხედრო პირი მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ავღანეთში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული კი დაშავდა.


