"რისკ–ჯგუფებს სავარაუდოდ, იანვარში ავცრით, თუმცა სახლში დარჩენის მოწოდება ძალაში მთელი ზამთრის განმავლობაში იქნება"
01/12/2020 11:16:50 მსოფლიო
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ცენტრები უკვე დეკემბრის შუა რიცხვებისთვის მზად იქნება, თუმცა მისი ვარაუდით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ამ პერიოდისვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
"ვგეგმავთ, პირველ რიგში, რისკ–ჯგუფები ავცრათ. სავარაუდოდ, ეს პროცესი იანვრისთვის დაიწყება. თუმცა სახლში დარჩენის მოწოდება ძალაში მთელი ზამთრის განმავლობაში ძალაში იქნება", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში გერმანიას ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. დახურულია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ქვეყანაში საახალწლო ბაზრობების უმეტესობა გაუქმებულია. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურვა მინიმუმ, იანვრის დასაწყისამდე სურს.
რომ შობა–ახალი წლის დღეებში გერმანიამ შეზღუდვები ნაწილობრივ შეამსუბუქა. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან ერთმანეთთან შეხვედრას არაუმეტეს ორი ოჯახის წევრები შეძლებენ. მათი საერთო რაოდენობა 10–ს არ უნდა აჭარბებდეს.
ამასთან, დეკემბრიდან ახალი შეზღუდვა ექნებათ მაღაზიებს და ყოველ 25 კვადრატულ მეტრზე ერთი მყიდველის მიღებას შეძლებენ. გერმანია შეზღუდვების გახანგრძლივებას საშობაო პერიოდის შემდეგაც გეგმავს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 1 067 473 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 16 636 პაციენტი გარდაიცვალა.


