Accentnews.ge
ბათუმში აქციაზე ერთ პირს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ბათუმში აქციაზე ერთ პირს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

01/12/2020 10:24:15 საზოგადოება

ბათუმში მიმდინარე აქციაზე ერთ პირს სამედიცინო დახმარება დასჭირდა ერთ პირს. როგორც ახალგაზრდა ქალმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაზიანება პოლიციელების მხრიდან ძალადობის შედეგად მიიღო. იგი აქციიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ გამართულ აქციაზე პოლიციამ 4 პირი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე აიყვანეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის: 30 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქციაზე ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა. დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ამ შემთხვევაში ვითარების გამწვავება თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ოთახის ფანჯრის მიმართულებით ბუშტების გაშვებამ გამოიწვია. პოლიციის ცნობით, აქციაზე დააკავეს 1 ადამიანი. მედია შეხლა-შემოხლის დროს დაშავებულების შესახებაც წერდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S