ყაზანში "ვოლგის მანიაკი" დააკავეს: „დანაშაულს აღიარებს და ტირის“
01/12/2020 10:10:16 მსოფლიო
ყაზანში სავარაუდოდ, "ვოლგის მანიაკი" დააკავეს, რომელიც 20-ზე მეტი ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი,– იუწყებიან „ინტერფაქსი“, TASS და „KazanFirst“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, დაკავებული 38 წლის რადიკ თაგიროვია.
KazanFirst წერს, რომ თაგიროვმა დანაშაული აღიარა.
”ის აღიარებს დანაშაულს, ტირის”, - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
გამოძიების ვერსიით, დამნაშავე მოქმედებდა ვოლგის, ურალისა და ცენტრალური ფედერალური ოლქების რეგიონებში. ყველაზე მეტი მკვლელობა მოხდა ყაზანში, მანიაკის მსხვერპლნი ასევე იყვნენ სამარაში, სარატოვში, ჩელიაბინსკში, ეკატერინბურგში, პერმში, იჟევსკში.
მკვლელობები მოხდა 2011 წლის მარტიდან 2012 წლის სექტემბრამდე პერიოდში.


