რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
01/12/2020 09:54:17 მსოფლიო
რუსეთის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 569 ადამიანი ემსხვეროლა, რაც პანდემიის განმავლობაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში (ანექსირებული ყირიმის ჩათვლით) COVID-19-ის შედეგად ჯამში 40 000 პაციენტზე მეტი გარდაიცვალა.
არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლება მალავს რეალურ სტატისტიკას და გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში სინამდვილეში გაცილებით მაღალია.
რუსეთში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ევროპაში მეხუთე ადგილზეა, კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.


