ცერცვაძე – სასწრაფოს დაგვიანებასა და კლინიკებში ადგილების პრობლემურობაზე: „ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო“
01/12/2020 09:17:23 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით, კორონავირუსის პიკი ქვეყანაში 2-3 კვირა გაგრძელდება, შემდეგ ვითარება უნდა დასტაბილურდეს და კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება დაიწყოს.
მისი შეფასებით, სიტუაციას საქართველო მიუხედავად ძალიან რთული ეპიდსიტუაციისა, ძნელად, შეფერხებებით, დაგვიანებით, ხარვეზებით, თუმცა მაინც მართვას.
როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, "მართალია, ადგილი აქვს ტესტირების და პასუხის დაგვიანებას, 112 -თან დაკავშირების დაგვიანებას, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურბას, ოპერატიულად ვერ ხდება ყოველთვის მომსახურება, ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია გართულებულია და კლინიკაში ადგილები ზოგჯერ არასაკმარისია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მძიმე პაციენტის მოთავსება, მაგრამ ეს ხარვეზები არის პირობითი, შეფარდებითი, ნალები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებში".
„ვიცი არის დაძაბულობა, შფოთი რაღაც საშიშის, რომ შეიძლება ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდეს, მინდა მოგმართოთ, როგორც პიროვნებამ, რომელიც სიტუაციას ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები ძალიან მზარდია, რაღაც მონაკვეთში საქართველო მოსახლეობის ერთეულზე პირველ ადგილზეც კი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილობამ მოიმატა, მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა, მისი ჯანდაცვა სიტუაციის მართვას ახერხებს.
შემეკამათებით, „როგორ ახერხებს, როდესაც სასწრაფო იგვიანებს და სტაციონარში ადგილი არ არისო“. ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო. სწორედ ეს არის საქართველოს დამსახურება, რომ ისინი შეფერხებებით, მაგრამ მაინც ახერხებენ. საქართველოში არ მომხდარა ის, რაც ხდებოდა და ხდება ევროპის წამყვან ქვეყნებში.
შემეკამათებით, „როგორ ახერხებს, როდესაც სასწრაფო იგვიანებს და სტაციონარში ადგილი არ არისო“. ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო. სწორედ ეს არის საქართველოს დამსახურება, რომ ისინი შეფერხებებით, მაგრამ მაინც ახერხებენ. საქართველოში არ მომხდარა ის, რაც ხდებოდა და ხდება ევროპის წამყვან ქვეყნებში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხის" ეთერში.


