ჩინეთი ნატო–სთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
01/12/2020 09:10:37 მსოფლიო
ჩინეთი ნატო–სთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
"ვიმედოვნებთ ალიანსს ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორი შეხედულება გაუჩნდება და მზად ვართ მასთან დიალოგისთვის", – აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა ჩინეთი გააკრიტიკა.
"სადღეისოდ ჩინეთი დიდ ფულს აბანდებს შეიარაღებაში. ის გვიახლოვდება, არქტიკიდან აფრიკამდე. ჩინეთი ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს. ის არ სცემს პატივს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და სხვა ქვეყნებზე ზეწოლას ცდილობს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას", – განაცხადა სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე.


