Accentnews.ge
ბელარუსში პენსიონერების აქციაზე 30 პირი დააკავეს

ბელარუსში პენსიონერების აქციაზე 30 პირი დააკავეს

01/12/2020 08:50:11 მსოფლიო

ბელარუსში საპროტესტო აქცია ისევ დაკავებებით დასრულდა​. გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერების მიერ გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლაზე 30 პირი დააკავეს.

დემონსტრანტები მცირე ჯგუფებად დაიყვნენ და ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა, თუმცა მათ მთავარი მარშრუტისკენ პოლიციამ გზა გადაუკეტა.

ბელარუსში დემონსტრანტები არჩევნების ჩატარების შემდეგ ლუკაშენკოს გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S