მედია – კიმ ჩენ ინი ჩინეთის მიერ მიწოდებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
01/12/2020 07:38:52 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, მისი ოჯახის წევრებმა და მისმა გარემოცვამ ჩინეთის მიერ მიწოდებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრეს, – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე ამ დროისთვის, სულ მცირე, სამი ჩინური კომპანია – Sinovac Biotech Ltd, CanSinoBio და Sinophram Group მუშაობს. თუმცა კონკრეტულად რომელი კომპანიის მიერ შექმნილი პრეპარატი გაიგზავნა ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეას ჯერ–ჯერობით უცნობია.
ასევე, უცნობია, რამდენად უსაფრთხოა ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნილი ვაქცინა.
ცნობისთვის: ოფიციალური ინფორმაციით, Covid-19–ის პირველი შემთხვევები ჩინეთში 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა. სადღეისოდ დაავადებას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის, თუმცა ჩრდილოეთ კორეა ქვეყანაში კორონავირუსის არსებობას დღემდე უარყოფს.


