Accentnews.ge
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

01/12/2020 07:01:20 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 602 - თბილისში. გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 574 .

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი – 1 595;

აჭარა – 623;

იმერეთი – 392;

ქვემო ქართლი – 139;

შიდა ქართლი – 127;

გურია– 152;

სამეგრელო– ზემო სვანეთი – 237;

კახეთი –253;

მცხეთა-მთიანეთი –126;

სამცხე-ჯავახეთი –72;

რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 43;

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 20 454 აქტიური შემთხვევაა. 6 366 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 708 - კოვიდ-სასტუმროში, 10 380 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 1 978ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1003–ს შეადგენს. მათგან 376 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების139 343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 117 560 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 303 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S