ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა
01/12/2020 06:56:27 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებამ იმსხვერპლა 36 პაციენტი, ვირუსისგან 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 139 343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 117 560 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1303 გარდაიცვალა.


