ტრამპის მრჩეველმა კორონავირუსის საკითხში თანამდებობა დატოვა
01/12/2020 06:40:09 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა კორონავირუსის საკითხში სკოტ ატლასმა თანამდებობა დატოვა.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი სკოტ ატლასს ხშირად აკრიტიკებდა. ფაუჩის თქმით, ატლასი ქვეყნის პრეზიდენტს კორონავირუსის შესახებ "შეცდომაში შემყვან ან არასწორ ინფორმაციას აწვდიდა".
სკოტ ატლასი პირბადეების ტარებას ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევდა. მიმდინარე თვეში კი განაცხადა, რომ „ლოქდაუნები“ ვირუსის გავრცელების შეჩერების პროცესში "მარცხია".


