ფინანსთა მინისტრსა და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
30/11/2020 15:27:47 საზოგადოება
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამჟამად იგი მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირების შედეგად კოვიდ-19 დაუდასტურდა მინისტრის მოადგილეს – გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე.


