Accentnews.ge
მედიკოსი – ტიკარაძის წინააღმდეგ: „ვისაც ნაცნობი არ ჰყავს, შინ უნდა მოკვდეს?! სიკვდილიანობაც მათი ბრალია!“

მედიკოსი – ტიკარაძის წინააღმდეგ: „ვისაც ნაცნობი არ ჰყავს, შინ უნდა მოკვდეს?! სიკვდილიანობაც მათი ბრალია!“

30/11/2020 13:17:47 საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული 28 წლის მედიკოსი ეკატერინე მჟავანაძე ჯანდაცვის მინისტრს მძიმე ბრალდებებს უყენებს. კერძოდ, ამბობს, რომ სისტემაში უმძიმესი ვითარებაა: პაციენტები უყურადღებოდ არიან, არაა საკმაირსი მედიკოსი, საკმარისი საწოლი, ამას კი თან კვალიფიკაციის პრობლემა ერთვის.

როგორც ახალგაზრდა ქალი „ტვ პირველთან“ ჰყვება, იმ ფაქტის შესახებ, რომ თავადაც დაავადებულია, საკუთარი არხების მეშვეობით შეიტყო, ხოლო მიუხედავად სუნთქვის მწვავე უკმარისობისა, კლინიკაში მოხვედრა საქმეში ასევე „ნაცნობების ჩართვით“ შეძლო.

„ჰაერის მწვავე უკმარისობა მქონდა და კვლავ დავრეკე 112–ზე.დამეთახმნენ , რომ კლინიკაში გადაყვანა მესაჭიროებოდა, მით უფრო, რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ დღემდე არავინ გამოჩენილა. ამბობდნენ, რომ ადგილი არსად არაა და როგორც კი გამოჩნდებოდა, დამიკავშირდებოდნენ. ამასობაში მდგომარეობა მიმძიმდებოდა. ნაცნობები უნდა ვეძებოთ, ვისაც ნაცნობი არ ჰყავს, რა გააკეთოს? უნდა მოკვდეს სახლში! რეალურად, სიკვდილიანობაც მათი ბრალია“,– ამბობს მჟავანაძე.

ის ჯანდაცვის მინისტრსაც მიმართავს:

„მინდა, ხმა მივაწვდინო ეკატერინე ტიკარაძეს. ცინიზმი მაინც მოიშალოს. მან პასუხი უნდა აგოს. არის უცოდინარი, უტიფარი! დროა, სისტემას ჩამოშორდეს და გზა დაუთმოს ადამიანების ჯგუფს. ვისაც მართლა შეუძლია კრიზისის მართვა და მოსახლეობას სასიკვდილოდ არ გასწირავს“.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებამ იმსხვერპლა 37 პაციენტი, ვირუსისგან 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 113 986 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 267 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S