Accentnews.ge
173 მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

173 მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

30/11/2020 09:02:50 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 3 000 მეხანძრე-მაშველიდან 173 -ს კოვიდ-19 აქვს დადასტურებული, ინფიცირებულთან კონტაქტები კი თვითიზოლაციაში გადადიან და 72 საათში PCR ტესტი უტარდებათ.

უწყების ცნობით, მიუხედავად კოვიდპანდემიისა, ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს და განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან.

“მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების. ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S