Accentnews.ge
გამყრელიძის ცნობით, ცერცვაძემ „რემდესივირის" გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო

გამყრელიძის ცნობით, ცერცვაძემ „რემდესივირის" გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო

30/11/2020 08:54:10 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და მისი მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით არის შესაძლებელი.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველო პრეპარატ „რემდესივირს“ მალე მიიიღებს.

"როგორც ვიცი, „რემდესივირზე“ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ვიცი რომ სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ „რემდესივირი“ არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი, ის მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში და არა ამბულატორიებში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც კოვიდ–ინფიცირებული იყო „რემდესივირის" საკუთარ თავზე გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S