Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, რატომ გამოვლინდა გასულ 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ნაკლები შემთხვევა

გამყრელიძე განმარტავს, რატომ გამოვლინდა გასულ 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ნაკლები შემთხვევა

30/11/2020 08:38:36 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება რთული, თუმცა მართვადია.

ამასთან, მისი თქმით, ის ფაქტი, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე გასულ დღეებში, იმითაა განპირობებული, რომ უქმე დღეებში ნაკლები ტესტი ჩატარდა.

„ჩვენ პიკში შესული ვართ და ყოველდღიურად ინფიცირების 3 000–დან 4 000–მდე შემთხვეა გვაქვს. დღეს რომ 3 216 შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ შაბათ–კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა, რადგან ამ დროს, განსაკუთრებით კვირას ნაკლებია მიმართვიანობა. ეს პიკი რამდენი ხანი გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის – როგორ დავიცავთ რეგულაციებს. შესაძლებელია, იყოს ცოტა ზრდა, მაგრამ დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ევროპაში კორონავირუსით სიკვდიალობის მაჩვეებელმა გულის იშემიური დაავადებების შემდეგ, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებამ იმსხვერპლა 37 პაციენტი, ვირუსისგან 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 113 986 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 267 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S