კოვიდ–ინფიცირების თვალსაზრისით „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება
30/11/2020 06:56:06 საზოგადოება
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. კერძოდ, რეგიონების მიხედვით, ინფიცირების შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 1 622,
აჭარა - 313,
იმერეთი - 517,
ქვემო ქართლი - 187,
შიდა ქართლი - 82,
გურია-19,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 160,
კახეთი - 161,
მცხეთა-მთიანეთი - 77,
სამცხე-ჯავახეთი - 74,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
მთავრობის მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი.
10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებამ იმსხვერპლა 37 პაციენტი, ვირუსისგან 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 113 986 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 267 გარდაიცვალა.


