გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19–მა 37 ადამიანი იმსხვერპლა
30/11/2020 06:41:55 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებამ იმსხვერპლა 37 პაციენტი, ვირუსისგან 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 113 986 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 267 გარდაიცვალა.


