მესამე დღეა, ქუთაისში დაკარგულ პაციენტს ეძებენ
30/11/2020 05:59:35 საზოგადოება
მესამე დღეა, ქუთაისში დაკარგულ პაციენტს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, 76 წლის ანზორ ლემონჯარია ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გაიპარა. მამაკაცი სავარაუდოდ, კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. სიმსივნის გამო მას მეხსიერების პრობლემები აქვს. ოჯახის ინფორმაციით, ანზორ ლემონჯარია ბოლოს 27 ნოემბერს საღამოს 11 საათზე ერთ–ერთ ქუჩაზე შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კაცის კვალი იკარგება.
ინტერვენციული მედიცინის ცენტრი მომხდარზე კომენტარის გაკეთებას დღეს გეგმავს.


