Accentnews.ge
"რეფორმერი ფიტნესში", რომელმაც დაჯარიმების მიუხედავად, მუშაობა განაგრძო, სამართალდამცველები შევიდნენ

"რეფორმერი ფიტნესში", რომელმაც დაჯარიმების მიუხედავად, მუშაობა განაგრძო, სამართალდამცველები შევიდნენ

29/11/2020 16:43:54 საზოგადოება

ბათუმში მდებარე ფიტნეს–კლუბში "რეფორმერი ფიტნესი", რომელმაც დაჯარიმების მიუხედავად, მუშაობა განაგრძო, სამართალდამცველები შევიდნენ.

როგორც შსს–ში აცხადებენ, აღნიშნულ ობიექტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის "რეფორმერი ფიტნესის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეების ნაწილი აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ.

ცნობისთვის: "რეფორმერი ფიტნესი" ეპიდვითარების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს არ დაემორჩილა და 28 ნოემბერს შრომის ინსპექციამ ის 10 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიუხედავად, ფიტნეს–კლუბმა საქმიანობა მაინც განაგრძო. აღნიშნულის შემდეგ შრომის ინსპექციის სამსახურმა შსს–ს მიმართა. აკრძალული საქმიანობის განმეორების შემთხვევაში კანონი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

დღეს "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა და განაცხადა, რომ ობიექტი სახლად იქირავა. ამასთან, მან მოქალაქეებს მიმართა:

"ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. სანამ რეგულაციები არსებობს, ეს იქნება საცხოვრებელი სახლი. მოდით სტუმრად ვისაც ვარჯიში გინდათ, მარტო მოვარჯიშე ხალხს ვუშვებ, სმა, წევა და რამე არ მოსულა. მეც ვივლი თბილისიდან და ვივარჯიშებ, იქ დაკეტილია ყველაფერი".

"რეფორმერი ფიტნესის" მფლობელის გიორგი ფუტკარაძის თქმით, 10 000 - ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S