Accentnews.ge
ლევან რატიანი – კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: "შეინიშნება დადებითი დინამიკა"

ლევან რატიანი – კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: "შეინიშნება დადებითი დინამიკა"

29/11/2020 12:08:06 საზოგადოება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი აცხადებს, რომ მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„კახი კავსაძე შემოიყვანეს გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე. მდგომარეობა შემოყვანისას იყო კრიტიკული. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია. მინდა, გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ბატონ კახისთან ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდინფექციამ. ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა შეინიშნება. ჰემოდინამიკა გახდა სტაბილური, სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებ, ჩატარებული ღონისძიებები და ის, რაც მომავალში ჩაუტარდება, გამოიწვევს პაციენტის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი სუნთქვის უკმარისობით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S