Accentnews.ge
კოვიდ–ინფიცირებული 943 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 367 ხელოვნურ სუნთქვაზეა

კოვიდ–ინფიცირებული 943 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 367 ხელოვნურ სუნთქვაზეა

29/11/2020 07:03:19 საზოგადოება

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 21 063 აქტიური შემთხვევაა. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 943 –ს შეადგენს. მათგან 367 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

6 373 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში,3 945 - კოვიდ-სასტუმროში, 10 745- ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 033 ადამიანი იმყოფება.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი – 1 802 ;

აჭარა – 554;

იმერეთი –637;

ქვემო ქართლი –268;

შიდა ქართლი – 258;

გურია– 119;

სამეგრელო– ზემო სვანეთი – 400;

კახეთი –219;

მცხეთა-მთიანეთი –108;

სამცხე-ჯავახეთი – 50;

რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 11;

გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 35 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 3 721 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 132 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 110 049 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 230 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S